ფეხბურთი

13:18 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა შემთხვევაში ჩაიბარებს ანჩელოტი ხორვატიის ნაკრებს?

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ, შესაძლოა, ხორვატიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდი პლეი ოფში საბერძნეთის ნაკრების დამარცხებას შეძლებს და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე მსჯელობენ და მიაჩნიათ, რომ 58 წლის მწვრთნელი და თამაშის მისი სტილი სრულიად შეესაბამება ხორვატიის ნაკრებს, რაც ხელს შეუწყობს გუნდს მუნდიალზე წარმატებულ გამოსვლაში.

იმ შემთხვევაში, თუ ხორვატია საბერძნეთს დაამარცხებს, კარლო ანჩელოტი გუნდს სათავეში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ჩაიბარებს, რადგან როგორც ჩანს, იტალიელ სპეციალისტს სხვა გეგმები აქვს, თუმცა მიმდინარე სეზონში მას კლუბებთან თანამშრომლობა არ სურს.

“ბაიერნიდან” წასვლის შემდეგ ანჩელოტის სახელს არაერთ გუნდს უკავშირებენ. იტალიური კლუბების გარდა, დასახელდა ინგლისური “ლესტერიც”. თუმცა საქმე რეალურ ნაბიჯებამდე არ მისულა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩები 9 და 12 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114415