სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:57 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დელტა" "რუსთავთან" მატჩისთვის მზადაა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურში "დელტა" რუსთავში ადგილობრივ გუნდს შეხვდება. "დელტამ" პირველ ტურში მოქმედ ჩემპიონ "დინამოსთან" წააგო და ზედიზედ მეორედ, მძიმე ტესტი უნდა გაიაროს.

თამაშის წინ "დელტას" კაპიტანმა ზვიად ანთაძემ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა: "პირველ ტურში "დინამოსთან" დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ ეს ლოგიკური იყო. "დინამო" ემზადება ევროტურნირისთვის, ჩვენ სუპერლიგის დებიუტანტები ვართ და სხვაობა იგრძნობა. მოქმედ ჩემპიონთან გასვლაზე თამაში რთულია. A ლიგის შემდეგ აქ თამაში რეალურად რთული იყო. ჩვენთვის მთავარია, გეგმით მივყვეთ ყველაფერს და მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები. მოთამაშეები უნდა იყვნენ მზად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ახალი დატვირთვებისთვის. "დინამოსთან" წაგებამ ხაზი გაუსვა იმ ნიუანსებს, სადაც მოსამატებელი გვაქვს. მინდა წარმატება ვუსურვო "დინამოს" ევროპაში. "რუსთავი"...გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი, კარგი, გამოცდილი მოთამაშეებით. "რუსთავში" მუშაობს გამოცდილი სამწვრთნელო გუნდი, რომელმაც იცის სუპერლიგა. მინდა მთელი ჩემპიონატის პროცესში ამ გუნდს წარმატება ვუსურვო. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ვეცდებით, "რუსთავს" პრობლემები შევუქმნათ."

"რუსთავისა" და "დელტას" დაპირისპირება დღეს, 18:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130159