ძიუდო

18:09 | 18.10.2017 | ნანახია 1684 - ჯერ

პაპინაშვილი ფინალშია, ნინიაშვილი – რეპეშაჟის ფინალში

55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯაბა პაპინაშვილმა და ვანო ნინიაშვილმა ზაგრებში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალური ბლოკის საგზურები მოიპოვეს.

პაპინაშვილმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ნათიგ გურბანლი იქნება.

ვანო ნინიაშვილი ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდა. იქ კი სწორედ გურბანლისთან წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მონღოლ უნუბოლდ ლხაგვაჯამცს დაუპირისპირდება.

დღესვე, ხორვატიულ ტატამზე მსოფლიოს სამეულები ვაჟთა შორის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და გოგონებში 44 და 48 კილოგრამებში შეივსება. ამ წონებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:36 | 18.10.2017
გარეჯი (3417)

ეს ხო ამირანას ძმა არი

19:46 | 18.10.2017
beso68 (2902)

ძმა არის?... კარგი ბიჭი სჩანს, მსოფლიო ჩემპიონობა ახალგაზრდებს შორის პატარა საქმე არ არის

19:59 | 18.10.2017
beso68 (2902)

ყოჩაღ უმცროს პაპინაშვილს, ამირანს ტიტულით გადაასწრო უკვე

19:35 | 18.10.2017
გარეჯი (3417)

აუ გაიღვიძეს ამ საიტზე ადმინმა

19:30 | 18.10.2017
toshihiko (1309)

ვაა ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია ამირანის რამე ხო არაა?

19:44 | 18.10.2017
bernabeu07 (1086)

კი ამირანის ძმაა

19:35 | 18.10.2017
beso68 (2902)

ვერ გეტყვი, არ ვიცი...მეც მაინტერესებს

19:30 | 18.10.2017
beso68 (2902)

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის. ვულოცავ

18:56 | 18.10.2017
beso68 (2902)

დღეს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო ახალგაზრდებს შორის. დღესვე ჩვენმა 2 მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა 55 კგ წონით კატეგორიაში და 2-ვე ფინალურ ბლოკში იასპარეზებს. ვანო ნინიაშვილი ბრინჯაოსთვის დაეჭიდება მონღოლ სპორტსმენს, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი ფინალში შეხვდება აზერ გურბანლის.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.108762