ფეხბურთი

19:12 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა: “იტალიისთვის მუნდიალზე ვერგასვლა ტრაგედია არ უნდა იყოს”

იტალიის ნაკრების, “ნაპოლის”, “პარმასა” და “ჩელსის” ყოფილმა ვარსვლავმა ჯანფრანკო ძოლამ განაცხადა, რომ ტრაგედია სულაც არ იქნება, თუ “სკუადრა აძურა” მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავა. როგორც იცით, იტალიელები პლეი ოფში შვედეთს შეხვდებიან.

“კარგად მახსოვს, როგორ ჩარჩა გერმანია ევრო-2000-ის ჯგუფურ ეტაპზე. ამ წარუმატებლობამ სამომავლოდ დადებითად იმოქმედა გერმანული ფეხბურთისთვის, რადგან იძულებულნი იყვნენ, ცვლილელები დაეწყოთ. იგივე უნდა მოხდეს იტალიაშიც. საქმე ისაა, რომ იტალიურმა გუნდებმა დიდი ყურადღება დაუთმეს შედეგს და ამას შესწირეს თამაშის ხარისხი.

...ადრე ჩემს პოზიციაზე შვიდ-რვა ფეხბურთელს შორის იყო კონკურენცია. ახლა? დამეთანხმებით, ეს კონკურენცია აღარ არსებობს. შევხედოთ ესპანეთს, რომელსაც ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, მათი ყველა ფეხბურთელი თამაშობს. იტალიაში ცვლილებების პერიოდია. ყველანაირად ცდილობენ, რათა შემოქმედებითი ფეხბურთელები გაზარდონ, ამას კი დრო სჭირდება”- აცხადებს ძოლა.

0.113168