საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
„ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ - მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო, ეგრეთ წოდებული ბორდი შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია...
მართალია, 2021 წლის ევრობასკეტის მთლიანად ჩატარების წინასწარი სურვილი ესპანეთმა გამოთქვა, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო წლების დადებითი მაგალითი გადააწყვეტინებს ფიბა-ს, ფორმატი არ შეცვალოს და ტურნირის ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებმა უმასპინძლონ. ასეთ შემთხვევაში, გამოცხადდება ის პირობები, რაც ევრობასკეტის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს და ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშავოთ და ფიბა-ში უკვე ოფიციალური განაცხადი შევიტანოთ“.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ნოემბერში დაიწყება მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. რაც შეეხება კონტინენტურ პირველობას, ევრობასკეტზე მოსახვედრი შესარჩევი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება.
gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სავარაუდოდ ახალი დარბაზიც შეგვემატება..
წარმატებულიც იქნება
stripslashes((strlen('http://www.fiba.basketball/ls/#13493&13494-E-1')>0?'http://www.fiba.basketball/ls/#13493&13494-E-1':'http://www.fiba.basketball/ls/#13493&13494-E-1')) დინამოს თამაშის ლინკია
ვაა ნეტა მიცენ უფლება, ისტორიაში შევა ეგ ევროფორუმი ჩვენთვის. წესით ფიბამ ისიც უნდა გაითვალისწინოს რომ ჩვენ თამაშებზე დარბაზი 100% სავსეა ყოველთვის და ძალიან პოპულარულია ჩვენთან ნაკრების კალათბურთი. ტვ რაც ჩანდა მაყურებლების სიმცირე იყო ხოლმე თამაშებზე ისრაელში თან ძალიან. იმედია დიდ დარბაზს არ მოითხოვენ თორე ეგ დაგვატორმუზებს
მშვენიერია! ნამდვილად შეგვიძლია ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჯგუფურ ეტაპს
ისე, მიხეილ გაბრიჩიძის სიფათს რომ შევხედე, იმწამს გავიფიქრე: "როგორც იქნა, მის ჭკუამდეც დავიდა"
ძალიან კარგი იქნება, იმედია მოვიპოვებთ
მშვენიერი ამბავია სხვადასხვა სპორტში ბევრი სპორტული ღონისძიება ჩავატარეთ ყველა მაღალ დონეზე იმედია ამას გაითვალოსწინებენ და მასპინძლობას უფრო მაღალინდონის ტურნირზეც მოგვცემენ