ფეხბურთი

14:25 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მესამე ტურის მეორე სათამაშო დღე

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის დარჩენილი რვა მატჩი გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონური დაპირისპირება იწვევს, სადაც “ჩელსი” “რომას” დაუხვდება. ორი იტალიელი მწვრთნელის დაპირისპირება – ანტონიო კონტე ეუსებიო დი ფრანჩესკოს წინააღმდეგ.

ამ მწვრთნელთა დუელი ჯერ კიდევ რვა წლის წინ სერია B-დან (“პესკარა” – “სიენა”) დაიწყო, მერე სერია A-ში გაგრძელდა (“იუვენტუსი” – “სასუოლო”) და ახლა უკვე, ჩემპიონთა ლიგაზე შედგება.

“ჩელსი” ფავორიტია – მიუხედავად იმისა, რომ “არისტოკრატები” პრემიერლიგაში დამაჯერებლად ვერ თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი რიგზე აქვთ – ორიდან ორი მოგება. “რომა” კი არასტაბილურია. მართალია, “ჯალოროსიმ” 4 ქულა უკვე გამოიმუშავა, მაგრამ თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2008 წელს დაუპირსპირდნენ. მაშინ ლონდონში მასპინძლებმა (1:0) მოიგეს, ხოლო რომში, “რომა” გამოდგა უფრო ძლიერი – 3:1.

ამავე ჯგუფში “ყარაბაღი” – “ატლეტიკოს” მასპინძლობს. სტუმრები ჯერ კიდევ მოუგებლად თამაშობენ და ბაქოში სწორედ 3 ქულისთვის არიან ჩასულნი. დიეგო სიმეონეს გუნდს გამარჯვება მართლაც ჰაერივით სჭირდება, თორემ “ჩელსი” და “რომა” უკვე აშკარად წინ გაიჭრებიან. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ჩემპიონს დასაკარგი რა აქვს? – პირველი გოლის მერე გურბან გურბანოვის გუნდის მიზანი პირველი ქულ(ებ)ის მოპოვებაა. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

D ჯგუფში “ბარსელონა” “ოლიმპიაკოსს” დაუხვდება და წესით, საერთოდ არ უნდა გაუჭირდეს მესამე გამარჯვების მოპოვება. საბერძნეთის ჩემპიონი წელს ვერაა სახარბიელო კონდიციებში, ხოლო “ბარსა” ჯერჯერობით დიდებულად თამაშობს და სეზონის წინ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს “ბლაუგრანა” დასუსტდა, არ მართლდება. აქვე, “იუვენტუსი” – “სპორტინგის” მასპინძელია – მნიშვნელოვანი თამაშია ორივესთვის: მეორე ადგილისთვის სწორედ ეს ორი გუნდი აცხადებს პრეტენზიას და ახლა 3-3 ქულა აქვთ. მოკლედ, როგორც ხედავთ, ტურინში ბევრი რამ წყდება. “იუვე” საშინელ ფორმაშია, ბოლო ორი თამაში ვერ მოიგო და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის დამაჯერებლად. “ბარსელონასთან” განადგურების მერე, სუსტ “ოლიმპიაკოსს” წვალებით მოუგო. თავის მხრივ, “სპორტინგის” მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟესუსს “იუვესთან” დადებითი მოგონებები აკავშირებს – 2014 წელს მისმა “ბენფიკამ” ტურინული გრანდი ევროპა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშა. ჟესუსმა მატჩისწინ სწორედ ის თამაშები გაიხსენა...

A ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია “მანჩესტერ იუნაიტედი” – “წითელი ეშმაკები” ამჯერზე ლისაბონში ჩავიდნენ და “ბენფიკასთან” გეგმავენ მორიგი გამარჯვების მოპოვებას. იმ “ბენფიკასთან”, რომელმაც საწყის ორ ტურში კატასტროფულად ითამაშა და 0 ქულა აქვს. “მანიუ” დღესაც ფავორიტია, მაგრამ “არწივები” მათთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. ამავე ჯგუფში მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. სწორედ ამ მიზნისთვის მოსკოვში, ცსკა და “ბაზელი” გაეჯიბრებიან ერთმანეთს. წინა ტურში არმიელები შინ “მანჩესტერთან” განადგურდნენ, ხოლო იქამდე “ბენფიკას” აჯობეს. თავის მხრივ, “ბაზელმა” პორტუგალიის ჩემპიონი გააცამტვერა მეორე ტურში და ახლა რუსეთის დედაქალაქში სწორედ იმ იმედითაა ჩასული, რომ მინიმუმ არ წააგებს.

და ბოლოს B ჯგუფი – ორი აშკარა ფავორიტი და ორი აშკარა აუტსაიდერი. “სელტიკი” მიუნხენში, “ბაიერნს” სტუმრობს. იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ “ბაიერნმა” პირველივე თამაში 5:0 მოიგო და ახლა უკვე ლიგაზე მოუწევს ძალების მოსინჯვა. “რეკორდმაისტერს” საქმე სარეაბლიტაციოდ აქვს, რადგან წინ ტურში პარიზში შერცხვა. თავის მხრივ, პსჟ თავისი ვარსკვლავური შემტევი ხაზით ბრიუსელის “ანდერლეხტის” დამარცხებას გეგმავს. წესით, უნაი ემერის გუნდისთვის ეს დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ბელგიის ჩემპიონი ჯერჯერობით სუსტად თამაშობს.

A ჯგუფი

“ბენფიკა” – “მანჩესტერი”

ლისაბონი, “და ლუჟი”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; დუგლასი, ლუიზაო, რუბენ დიასი, გრიმალდო; ფეისა, პიცი, სალვიო, ჩერვი; ჟონასი, სეფეროვიჩი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“მანჩესტერი” (5-4-1): დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, ლინდელოფი, დარმიანი; ერერა, ბლინდი, მხითარიანი, ლინგარდი; რეშფორდი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

ცსკა – ბაზელი

მოსკოვი, “ვებ არენა”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

ცსკა (5-3-2): აკონფეევი; მარიო ფერნანდესი, ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; გოლოვინი, ვერნბლუმი, ნათხო; ვიტინიო, ოლანარე

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

“ბაზელი” (5-4-1): ვაცლიკი; ლანგი, აკანჯი, სუხი, ჯაკა, პეტრეტა; სტეფენი, დიე, ზუფი, ობერლინი; ელიონუსი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

Bჯგუფი

“ბაიერნი” – “სელტიკი”

მიუნხენი, “ალიანც არენა”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; რუდი, ტიაგო, მიულერი; რობენი, ლევანდოვსკი, კომანი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; გამბოა, ლუსტიგი, ბოიატა, ტიერნი; ბრაუნი. ნტჩამი; რობერტსი, როგიჩი, სინკლერი; გრიფიტსი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

“ანდერლეხტი” – “პარი სენ ჟერმენი”

ბრიუსელი, “ვანდენ სტოკი”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ანდერლეხტი” (4-3-3): სელსი; დენდოკერი, კარა, დეშახტი, აპია; კუმსი, ტრებელი, გერკენსი; ონიეკურუ, ტეოდორშიკი, ჰანი

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაზებრუკი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა; მოტა, რაბიო, ვერატი; მბაპე, კავანი, ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი:

C ჯგუფი

“ჩელსი” – “რომა”

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ჩელსი” (3-4-2-1): კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, კეჰილი; ძაპაკოსტა, ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო; პედრო, აზარი; ვილიანი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი; ფლორენცი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“ყარაბაღი” – “ატლეტიკო”

ბაქო, “ოლიმპიური სტადიონი”

18 ოქტომბერი, 20:00 საათი

“ყარაბაღი” (4-5-1): შეჰიჩი; მედვედევი, სადიგოვი, ჰუსეინოვი, აგოლი; გარაიევი, ენრიკე, ალმეიდა, კინტანა, ელიონუსი; მადატოვი

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

“ატელტიკო” (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი; გაბი, პარტეი, საულ ნიგეზი, ფერეირა-კარასკო; კორეა, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

D ჯგუფი

“ბარსელონა” – “ოლიმპიაკოსი”

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, დინიე; რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, დეულოფეუ

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“ოლიმპიაკოსი” (4-5-1): პროტო; ელაბდელაუ, ბოტია, ნიკოლაუ, კუტრისი; კარსელა-გონსალესი, ჟილე, ჟდიელარი, რომაო, ანდრუცოსი; ოჯიჯა

მწვრთნელი: ტაკის ლემონისი

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“იუვენტუსი” – “სპორტინგი”

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; სტურარო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, მატუიდი; კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სპორტინგი” (4-5-1): რუი პატრისიუ; პიჩინი, კოატეში, მატიე, კოენტრაუ; ჟელსონი, ბატალია, ბრუნო ფერნანდესი, უილიამ კარვალიო, აკუნია; დუმბია

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

0.313724