17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრებმა 5:0 მოუგო პარაგვაის, სამი გოლი კი ტიმოთი ვეამ გაიტანა.
ტიმოთი გახლავთ ლიბერიელი ვარსკვლავის, ჟორჟ ვეას ვაჟი. ის ფრანგული პსჟ-ის 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს. ტიმოთი ნიუ-იორკშია დაბადებული და ორმაგი მოქალაქეობა აქვს: აშშ-ის და საფრანგეთის.
მამამისს კი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც: ჟორჟ ვეა დიდებულად თამაშობდა პსჟ-სა და “მილანში”, 1995 წელს კი “ოქროს ბურთი” მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ ჟორჟ ვეამ ლიბერიის პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, საბოლოო შედეგები ხვალ გამოცხადდება და ყველა მონაცემებით, ვეა ლიდერობს. ოფიციალური დასტურიღა დარჩა.