საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და როგორც დღეს გახდა ცნობილი, ორივე თამაში დედაქალაქს მიღმა გაიმართება. 10 ნოემბერს, გორში, კვიპროსის ნაკრებს დაუხვდება, ხოლო სამ დღეში უკვე ბელარუსს ქუთაისში უმაპისპიძლებს.
საერთოდ, უმეტეს ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ეროვნული ნაკრები სხვადასხვა ქალაქში თამაშობს. მეტიც, მიღებული და მართებული პრაქტიკაცაა, რადგან სიტყვა ეროვნული ნაკრები თავისთავად გულისხმობს, რომ ის მთელი ქვეყნის გუნდია და არა, რომელიმე კონკრეტული ქალაქის.
თუმცა, საქართველოს ნაკრების გახსენება თბილისს მიღმა საკმაოდ რთულია. ამას ბევრი მიზეზი აქვს და მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი რეგიონებში არარსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ამ შემთხვევაში ნორმალური სტადიონია.
ამ წერილში სწორედ იმ შემთხვევებს გავიხსენებთ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა თბილისის ნაცვლად სხვა ქალაქში ჩაატარა შეხვედრა.
პირველად, ასეთი რამ 1992 წლის 2 სექტემბერს მოხდა. მაშინ, საქართველოს ნაკრები ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ დღეს, ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი აზერბაიჯანს ამხანაგურად გურჯაანში გაეჯიბრა და 6:3 დაამარცხა მეტოქე.
საქართველო – აზერბაიჯანი 6:3. 1992 წელი, გურჯაანი, 3 000 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი.
საქართველო: აკაკი დევაძე (დავით ჯანელიძე 75), მალხაზ არზიანი, დიმიტრი კუდინოვი, კახა სიდამონიძე (გიორგი ნემსაძე 46), გია ჯიშკარიანი (კაპ), დავით ცომაია, გიორგი დარასელია (გიორგი ქინქლაძე 53), კახი გოგიჩაიშვილი (მიხეილ ყაველაშვილი 75), რევაზ არველაძე, დავით ყიზილაშვილი, შოთა არველაძე (დავით ჯანაშია 75)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
აზერბაიჯანი: დმიტრი კრამარენკო (ელხან ჰასანოვი 54), აიდინ ალეკბეროვი (ვუქარ ისმაილოვი 54, ელმან სულთანოვი 76), ელსად ახმედოვი, ტარლან მუსა ოღლუ ახმედოვი, ზაურ ყარაევი, ემინ რაფაელ ოღლუ აღაევი, შაჰინ დინიევი, მუსა ყურბანოვი (ყურბან ოსმან ოღლუ ყურბანოვი 46), ვიდადი ვაგიფ ოღლუ რზაევი, ნაზიმ ჰაჩიბაბა ოღლუ სულეიმანოვი, სამირ ალეკბეროვი (ქამილ ბაირამოვი 70)
მწვრთნელი: აჰმედ ალესკეროვი
გოლები: 1:0 დავით ყიზილაშვილი (30), 1:1 ნაზიმ ჰაჩიბაბა ოღლუ სულეიმანოვი (42), 2:1 დავით ყიზილაშვილი (48), 3:1 გიორგი დარასელია (52), 4:1 შოთა არველაძე (69), 5:1 კახი გოგიჩაიშვილი (71, პენ), 5:2 ვიდადი ვაგიფ ოღლუ რზაევი (77), 6:2 გია ჯიშკარიანი (79, პენ), 6:3 ნაზიმ ჰაჩიბაბა ოღლუ სულეიმანოვი (85, პენ)
გაფრთხილება: გია ჯიშკარიანი (90)
მსაჯები: გურამ სეფიაშვილი; ვ.ჩოჩიშვილი, ნ.კილაძე
საქართველოს ნაკრებს თბილისიდან გასასვლელად 5 წელი დასჭირდა. მეორე გაჩერება კი ბათუმი აღმოჩნდა. ამჯერად, უკვე საქმე ოფიციალურ მატჩზე მიდგა – 1997 წლის 7 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი მატჩის ეგიდით, საქართველომ ზღვისპირა ქალაქში მოლდოვას უმასპინძლა და დაამარცხა კიდეც – 2:0.
საქართველო – მოლდოვა 2:0. 1997 წელი, ბათუმი, 12 000 მაყურებელი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ლევან კობიაშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), ნუგზარ ლობჟანიძე, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია (ზაზა ჯანაშია 84), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კიკნაძე 66), გიორგი ნემსაძე (არჩილ არველაძე 80)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
მოლდოვა: დენის რომანენკო, ვასილ ტოლოკონნიკოვი, იონ ტესტიმიცანუ (სერგეი ბელოუსი 46), ვიტალი კულიბაბა, სერგეი ეპურეანუ, ოლეგ შიშკინი (მარინ სპანუ 57), ალექსანდრუ პოპოვიცი, ალექსანდრუ სუხარევი, იურიე მიტერევი (სერგეი როგაჩოვი 58), სერგეი კლეშჩენკო (კაპ), ოლეგ ფისტიკანი
მწვრთნელი: იონ კარასი
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (27), 2:0 გიორგი ქინქლაძე (51, პენ)
გაფრთხილება: სერგეი კლეშჩენკო, ოლეგ შიშკინი
მსაჯები: ჩარლზ აგიუსი; ემანუელ ზამიტი, ჟოზეფ ატარი (მალტა)
მესამე და ჯერჯერობით ბოლო პრეცედენტი 2001 წლით თარიღდება. ამჯერად, უკვე ქუთაისი იყო მასპინძელი, ხოლო მეტოქე ისევ აზერბაიჯანი და შეხვედრაც ამხანაგური ხასიათის იყო. 2001 წლის 9 მაისს, საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგე ქუთათურთავსი კარგად ნაცნობი ფეხბურთელის, ზურაბ იონანიძის გოლით დაამარცხა.
საქართველო – აზერბაიჯანი 1:0. 2001 წელი, ქუთაისი, 12 000 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი.
საქართველო: ირაკლი ზოიძე (კაპ) (დავით ხმელიძე 46), ლევან სილაგაძე, გიორგი შაშიაშვილი (ალექსანდრე გოგობერიშვილი 54), სევასტი თოდუა, ვალერი აბრამიძე (გიორგი ჭანკოტაძე 46), რევაზ ქემოკლიძე (ვალტერ გუჩუა 46), გივი დიდავა, ედიკ საჯაია (მიხეილ მახვილაძე 46), ზურაბ იონანიძე, ლევან მელქაძე (გიორგი ყიფიანი 46), მიხეილ აშვეთია (ლაშა ნოზაძე 67)
მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
აზერბაიჯანი: ქაჰანგირ ჰასანზადე, ილჰამ იადულაიევი, მეჰმან იუსუნოვი, აბუზარ იბრაჰიმოვი (ასლან სემად ოღლუ ქერიმოვი 8), რამიზ მამედოვი, ფუზული მამედოვი (სამირ იაკუბ ოღლუ ალიევი 68), მახმუდ ხანლარ ოღლუ ყურბანოვი, ზაურ ტაგიზადე, ვიდადი ვაგიფ ოღლუ რზაევი (კაპ) (ელჩინ რახმანოვი 63), მუბარიზ ორუქოვი, ფარუხ ისმაილოვი (რუსლან მუსაევი 80)
მწვრთნელი: იგორ პონომარიოვი
გოლი: 1:0 ზურაბ იონანიძე (62)
გაფრთხილება: რევაზ ქემოკლიძე, ვალტერ გუჩუა, რამიზ მამედოვი, ზაურ ტაგიზადე
მსაჯები: მერაბ მალაღურაძე; გურამ ჩიგოგიძე, ზ.დოლიძე
მოკლედ, საქართველოს ნაკრები რეგიონში 16 წლიანი პაუზის მერე ბრუნდება. საქართველოს ნაკრების მასპინძელი გურჯანიის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ გორიც იქნება. იქვე, იმერეთის დედაქალაქი გახდება პირველი ქალაქი თბილისის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებს ერთზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული. ცალსახაა, რომ ეს კარგი და სასიამოვნო პრეცედენტია. მთავარია, სტადიონი იყოს, ფაქტი კი მისასალმებელი - საქართველოს ნაკრები ხომ საქართველოსიაა...