ფეხბურთი

20:29 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფისა და კაპელოს უცნობი ისტორია

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა დღემდე უცნობი ისტორია გაახმაურა და გაიხსენა თუ როგორ შეუთანხმდა მადრიდის “რეალს” ავტოფარეხში.

“14 წლის ვიყავი, როდესაც “რეალმა” ჩემით დაინტერესების შესახებ მამცნო, თუმცა მაშინ ჩემს მშობლებს სურდათ, რომ სწავლა ჰოლანდიაში დამესრულებინა და უარი ვუთხარი. მერე დრო გავიდა. მე “სამპდორიაში” ვთამაშობდი. სეზონის ბოლო თამაში იყო და სტადიონის ავტოფარეხში ხმა შემომესმა, რომელიც მეკითხებოდა – წამოხვალ ჩვენთან? ის ხმა ფაბიო კაპელოსი იყო და მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. მერე კი თქვენც იცით რა მოხდა”, - დაწერა ზეედორდმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი “სამპდორიაში” მხოლოდ 1 სეზონი თამაშობდა – 1995-1996 წლებში და სწორედ იქედან გადავიდა “რეალში”, სადაც 4 წელი დაჰყო – 1996-2000. მერე იყო “ინტერი” – 2000-2002 და შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი დროით “მილანი” – 2002-2012, საფეხბურთო კარიერა კი “ბოტაფოგოში” დაასრულა 2014 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112667