ფეხბურთი

14:16 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფასონემ “მილანი” ავადმყოფს შეადარა

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ინტერთან 2:3 მარცხის შემდგომ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დასანანი თამაში წააგეს, თუმცა იქვე დაამატა, “როსონერის” შესწევს ძალა, სეზონის დასრულებამდე პირველ ოთხეულში შესვლა მოახერხოსო.

“გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე ჩვენს შეცდომას მოჰყვა. მსგავსი შემთხვევა არ მინდა კიდევ განმეორდეს. “მილანმა” მეორე ტაიმში კარგად ითამაშა და მე ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. ამ მომენტში სატურნირო ცხრილს რომ შევხედოთ, ჩვენ არ შეგვიძლია კონკურენტებს დავეწიოთ, თუმცა სეზონი ძალიან ხანგრძლივია და ყველაფერს გავაკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ დერბიში ფრეც კი ცუდი შედეგია, ვეცდებით მომდევნო მატჩებში გავიმარჯვოთ და სეზონი ოთხეულში დავასრულოთ”, - განაცხადა მონტელამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ “როსონერის” ხელმძღვანელობამ მონტელას ცოტა ხნის წინ ულტიმატუმი წაუყენა - თანამდებობის შენარჩუნების ბოლო შანსად “რომასთან” და “ინტერთან” მოგება დაუსახა, “შავ-წითლებმა” კი ორივე აღნიშნული მატჩი წააგეს. ამის მიუხედავად, “მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ფასონემ მონტელას მხარი დაუჭირა და სამწვრთნელო შტაბის გაკრიტიკებისგან თავი შეიკავა:

“დერბიში წაგება გულდასაწყვეტია. “მილანისთვის” პირველი ტაიმი კარგი არ იყო, თუმცა მეორე ტაიმში სხვა გუნდი თამაშობდა.

არ ველოდი, რომ 8 თამაშიდან 4-ს წავაგებდით, მაგრამ გვესმის, რომ გუნდს დრო სჭირდება. ეს იგივეა, როდესაც პაციენტი ავადმყოფობს, მედიკოსები კი გამოჯანმრთელებისთვის დროს ითხოვენ, ასეა სპორტშიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ მონტელას”, - განაცხადა ფასონემ.

ასე რომ, იტალიელი სპეციალისტი გუნდთან ერთად მუშაობას განაგრძობს.

0.135436