ფეხბურთი

11:55 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალინიჩი მილანურ დერბს გამოტოვებს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი მილანურ დერბს გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებიდან კუნთების დაზიანებით დაბრუნდა და არც უვარჯიშია. ვინჩენცო მონტელამ მოთამაშე გაფართოებულ შემადგენლობაში არ შეიყვანა. "მილანს" "ინტერთან" მატჩში დისკვალიფიცირებული ჰაკან ჩალჰანოღლუ არ ეყოლება.

კალინიჩი "როსონერის" "ფიორენტინადან" მიმდინარე წელს შეუერთდა. ნიკოლამ 7 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.111632