ფეხბურთი

0:30 | 15.10.2017 | ნანახია 1140 - ჯერ

იუპმა "ბაიერნი" დაქოქა

იუპი დაბრუნდა და დაბრუნდა “ბაიერნი” – რთულია, ერთი თამაშით იმსჯელო და კიდევ უფრო რთულია დასკვნა გამოიტანო აუტსაიდერი, სუსტი “ფრაიბურგის” ძლევით. მაგრამ, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ “გერმანული მანქანა” დაიქოქა და ამაში ძველ-ახალი მწვრთნელის წვლილი რა თქმა უნდა, განუზომლად დიდია.

“ბაიერნი” “ფრაისთან” ჩვეულად ლაღი იყო და მიმდინარე სეზონში ნამდვილად საუკეთესო თამაში აჩვენა. 5:0 ის შედეგია, რომელიც ასახავდა რეალობას და რომელიც იყო სრულიად ლოგიკური. ამასობაში, მიუნხენში, ლიდერის პოზიციაც გამოჩნდა, რადგან “დორტმუნდთან” სხვაობა უკვე ორი ქულაა.

გამოდის, რომ “ბორუსიამ” წააგო – პეტერ ბოშის გუნდი “ლაიფციგთან” თამაში გახურებული არ იყო, რომ დაწინაურდა, მაგრამ რად გინდა, მეორე ტაიმის სტარტზე უკვე ორი ბურთით იყო ჩამორჩენილი. სხვათა შორის, ბუნდესლიგაში “დორტმუნდმა” 49-ე წუთამდე სამი გოლი საკუთარ მოედანზე 1997 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. ბოლოსკენ “ყვითლებმა” ერთი გოლი შეაგდეს, მაგრამ ეს არაფერში წაადგა. აი, ვიცე-ჩემპიონი “რედ ბული” კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი წლის გუნდი არ ყოფილა. რალფ ჰასენჰუტლის ბიჭები წელსაც ჩინებულად თამაშობენ და ასე თუ გააგრძელებენ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ნამდვილად მოხვდებიან.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “ჰოფენჰაიმის” დაკარგული ორი ქულა. იულიან ნაგელსმანის გუნდი “აუგსბურგს” ორჯერ უგებდა და მათ შორის, მეორე მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მაგრამ მაინც ვერ შეინარჩუნა ანგარიში და ქულები დაკარგა. ეს ორი ქულა კი “სოფლელებისთვის” მეტად ძვრიფასი გამოდგა და სატურნირო ცხრილში ორი საფეხურით დაქვეითდა.

იქვეა, “შალკეც” – “ხუმარები” დედაქალაქს ესტუმრნენ და შინ მშვნიერ ხასიათზე მოახერხეს დაბრუნება – 2:0. “ჰერტა” კი ვერაა შარშანდელივით კარგი გუნდი და ნელ-ნელა გასავარდნი ზონისკენ მიექანება.

“ბაიერნი” – “ფრაიბურგი” 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 შუსტერი (8, ა.გ), 2:0 კომანი (42), 3:0 ტიაგო ალკანტარა (63), 4:0 ლევანდოვსკი (75), 5:0 კიმიხი (90)

“ჰანოვერი” – “აინტრახტი” 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ჰალერი (10), 1:1 სანე (36), 1:2 რებიჩი (89)

“ჰერტა” – “შალკე” 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 გორეცკა (54, პენ), ბურგსტალერი (78)

“ჰოფენჰაიმი” – “აუგსბურგი” 2:2 (0:0)

გოლები: 1:0 ჰუბნერი (52), 1:1 გრეგორიტში (75), 2:1 უტი (85), 2:2 ვოგტი (90)

“მაინცი” – “ჰამბურგი” 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 მაქსიმი (2), 1:1 უოლასი (9), 2:1 ბელი (52), 3:1 ლატცა (58), 3:2 სალიჰოვიჩი (90, პენ)

“დორტმუნდი” – “ლაიფციგი” 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 1:1 ზაბიცერი (10), 1:2 პოულსენი (25), 1:3 ოგუსტინი (49, პენ), 2:3 ობამეიანგი (64, პენ)

თეგებიბუნდესლიგა

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:41 | 10.06.2013
tengoroma (4673)

რომას მფლობელების და მენეჯერების დე93759და ამათ ხო ნორმალური ტრენერი არ უნდატ რა და არც კაი ფეხბურთელები. ნახეთ რა მახინჯი ტრანსფერები გაჩარხონ

01:12 | 10.06.2013
Biancocelesti (128)

კაია ასე გააგრძელეთ

15:25 | 09.06.2013
zestamania (709)

კარგი მწვრთვნელია,მაგრამ რომაში რა უნდოდა რთული სათქმელია.ლილში ყველა ენდობოდა,რომა კი მომავალ სეზონში ტრადიციულად ჩაიჯ-- და ამასაც გააგდებენ.

14:20 | 09.06.2013
Oto. (4710)

მონტელა არ უნდა გაეშვა რომას.თუ ანდეს გუნდი მაშინ შანსი უნდა მიეცატ ბოლომდე.

14:18 | 09.06.2013
lion7887 (3505)

ჯერ ლუის ენრიკე მარტინეს გარსია....
ეხლა რუდი გარსია...

გვარი მოსწონთ ეტყობა....

14:13 | 09.06.2013
Oto. (4710)

რა გაუხდა რომას ერტი კაი ტრენერი

0.335768
1140