მოსკოვის “სპარტაკისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარცმველ ჯანო ანანიძის ტრავმის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც “სახალხო გუნდის” ვებგვერდი იტყობინება, ქართველი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელოდება.
ერთი თვის შემდეგ ჯანო თაბაშირს მოიხსნის და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს საწვრთნელ პროცესში დაბრუნებას.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძემ ტრავმა “ანჟისთან” მატჩში მიიღო და ამის გამო საქართველოს ნაკრებსაც დააკლდა. ოპერაცია კი, 13 ოქტომბერს, რომის კლინიკაში გაიკეთა.