ფეხბურთი

22:00 | 14.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტი" გალიდერდა (+VIDEO)

პრემიერლიგის მერვე ტურში "მანჩეტერ სიტიმ" "ეტიჰად სთედიუმზე" "სტოკი" 7:2 დაამარცხა, 22 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ამავე ტურში "ქალაქელთა" კონკურენტმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულთან" სტუმრად გამართული შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა და 20 ქულა აქვს.

პეპ გვარდიოლას შეგირდებმა კი ერთ მატჩში გატანილი 7 გოლით საკლუბო რეკორდი გაიმეორეს. წინა შემთხვევაში "მანჩესტერ სიტიმ" 2013/14 წლების სეზონში "ნორვიჩი" გაანადგურეს - 7:0.

0.118776