“ლიონის” ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ ამბიციურ სამომავლომიზნებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მას ძალიან სურს, და თქვა, რომ ოდესღაც აუცილებლად ითამაშებს მადრიდის “რეალში”.
“მე ვაპირებ ვითამაშო მადიდის “რეალში”. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანია, რომელსაც, ღვთის დახმარებით, აუცილებლად მივაღწევ.
პსვ-ს კვლავ სურს ჩემი დამატება, მე მათთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, თუმცა, ახლა მინდა უფრო დიდ სიმაღლეებს მივაღწიო კარიერაში. “ლიონში” ბედნიერი ვარ და შევადარებდი პსვ-ს, რადგან აქაც ისეთივე ოჯახური გარემოა”, - თქვა დეპაიმ.
შეგახსენებთ, რომ დეპაი 2015-2016 წლების სეზონში პსვ-დან “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნეოდა, თუმცა,ინგლისის პრემიერლიგაში თამაში დიდხანს არ დასცალდა და 2016-2017 წლების სეზონში “ლიონს” მიაშურა. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა 11 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.