ერთპიროვნულად დაწინაურდა ბათუმის 'ნონა' ფინიშამდე ერთი ტურით ადრე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე!
ქართული კლუბის აქტივში 6 შეხვედრიდან 5 გამარჯვება და საჯამო 10 ქულაა. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება აზერბაიჯანული 'ოლდარ ურდუ', ხოლო III-IV ადგილებს: რუსეთის 'უგრა ჩეს კლაბი'და ბელორუსიის 'ბოსა ნოვა' ინაწილებენ 8 ქულით.
ქართული კლუბის შემადგენლობაში ასპარეზობენ: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.
ვაჟთა კლუბებს შორის კი ბოლო ტურის წინ აზერბაიჯანის 'ოლდარ ურდუ ' ლიდერობს რომელიც მთლიანად ადგილობრივი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული: ნაიდიჩი, მამედოვი,გუსეინოვი, საფარლი, აბასოვი და მირზოევი.
სულ ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ 'ნონა' უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში ვერცხლის მედალს დასჯერდა.
www.gcf.org.ge