კალათბურთი

3:40 | 14.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩის 27 ქულა “ანადოლუ ეფესთან” მატჩში (+VIDEO)

ევროლიგის პირველი ტურის მატჩში მადრიდის “რეალმა” გასვლაზე “ანადოლუ ეფესის” დამარცხება (88:74) მოახერხა.

ზემოხსენებულ შეხვედრაში ბრწყინვალედ გაისარჯა ევრობასკეტ 2017-ის მთავარი აღმოჩენა ლუკა დონჩიჩი. 18 წლის კალათბურთელმა პარკეტზე 26:36 წუთი გაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. ის ამ დროის განმალობაში “რეალს” 27 ქულით, 4 მოხსნით და 4 გადაცემით დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ დონჩიჩი სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტ 2017-ის გამარჯვებული გახდა და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

0.147577