ფეხბურთი

10:41 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიელები ელერდაისს ეპატიჟებიან

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად სემ ელერდაისი სახელდება. 62 წლის ინგლისელი სპეციალისტის გარდა, შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაცია მალკი მაკეისა და დევიდ მოიესის კანდიდატურებსაც განიხილავს.

შოტლანდიის ნაკრები უმწვრთნელოდ ახლახან დარჩა, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდი გორდონ სტრანჩანმა დატოვა. შოტლანდიელებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 18 ქულა დააგროვეს, თუმცა მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვეს და მწვრთნელის გადადგომის მიზეზი ეს გახდა.

რაც შეეხება სტრაჩანის შესაძლო მემკვიდრეს, კორუფციული სკანდალის გამო ინგლისის ნაკრებიდან დათხოვნილი ელერდაისი ბოლოს “კრისტალ პალასში” მუშაობდა და გუნდიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას აპირებდა. შეაცვლევინებს თუ არა შოტლანდიელთა წინადადება მას ამ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.

0.120048