ფეხბურთი

1:35 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუმ” აბუბაქარს გაუხანგრძლივა

“პორტუმ” კამერუნელ თავდამსხმელს ვინსენტ აბუბაქარს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. პორტუგალიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ფორვარდი “დრაგაოზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება.

აბუბაქარი “პორტუმ” 2014 წელს “ლორიანიდან” 11.2 მილიონ ევროდ დაიმატა. ვინსენტმა “დრაკონების” მაისურით 70-ჯერ ითამაშა და 34 გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში “ბეშიქთაშში” გახლდათ განათხოვრებული (38 მატჩი, 19 გოლი), ხოლო ზაფხულში პორტუგალიურ კლუბს დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 თამაშში ამდენივე გოლის გატანა მოასწრო.

0.131384