კალათბურთი

0:24 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 13 ქულა და მარცხი ევროლიგაში

ევროლიგაში წარუმატებელი სტარტი აიღო თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” – ესპანური გუნდი პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან” დამარცხდა 64:75.

ბასკთა სასტარტო ხუთეულში იყო ქართველი კალათბურთელი და თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. თორნიკემ 29:51 წუთში საკუთარ გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხიდან სამი საჯარიმო გამოიყენა.

“ბასკონია” ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, თელ-ავივში, “მაკაბისთან” ჩაატარებს.

0.17968