ფეხბურთი

22:55 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ოპერაცია გაიკეთა. როგორც “სახალხო გუნდის” ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელის მარცხენა ფეხის ტერფზე ქირურგიული ჩარევა იტალიის დედაქალაქ რომში ჩაუტარდა.

ოპერაცია 2 საათს გაგრძელდა და წარმატებით ჩაიარა. ჯანო რეაბილიტაციისთვის მომდევნო დღეებს კლინიკაში გაატარებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის შეძლებს ჩვენებური მინდორზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, ანანიძე 23 სექტემბერს, “ანჟისთან” (2:2) შეხვედრაში დაშავდა. მიმდინარე სეზონში ქართველმა “სპარტაკის” ღირსება 7 მატჩში დაიცვა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

0.121986