ფეხბურთი

22:15 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტრაჩანმა შოტლანდიის ნაკრები დატოვა

გორდონ სტრაჩანმა შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სტრაჩანმა შოტლანდია 2013 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ მისმა გუნდმა 40 მატჩი ჩაატარა. გორდონმა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა და ამის შემდეგ კიდევ მიეცა შანსი - მიზანი მუნდიალის საგზური იყო. შოტლანდიამ შესარჩევ ეტაპზე 18 ქულა მოაგროვა და პლეი-ოფის მიღმა დარჩა, ისევე როგორც ჯგუფის მეორეადგილოსანი სლოვაკეთი.

0.128258