“მილანის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, შესაძლოა, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ჩაანაცვლოს.
იტალიური გამოცემების ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელებმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას 15 ოქტომბერს მიიღებენ - იმ შემთხვევაში, თუ “მილანი” “ინტერთან” დამარცხდება, იტალიელ სპეციალისტს დიდი ალბათობით კლუბიდან დაითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ პეტკოვიჩი 2012-2014 წლების სეზონში “ლაციოს” წვრთნიდა, რის შემდგომაც შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.