ჭეშმარიტად დიდებული ქალია რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი, რომელიც მშობიარობისა და პირველი შვილის გაჩენის შემდეგაც შესანიშნავ ფორმაშია და მის დამნახავ კაცს სულ ცოტა ხნით ნამდვილად აფიქრებინებს, რომ ეს ოხერი მზე შეიძლება მართლა ჩრდილოეთიდან ამოდის.
როგორც გახსოვთ, მიუხედავად ირინას დიდი სურვილისა და მონდომებისა, როდესაც პორტუგალიელ შემტევს - კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა, ვერაფრით მოახერხა დაორსულება. მსახიობ ბრედლი კუპერთან კი სამი თვის ურთიერთობის თავზე დაორსულდა და ერთი წლის შემდეგ შვილიც კოხტად გააჩინა.
მშობიარობის შემდეგ, ირინა თავის საშობლოში დედასთან გაფრინდა და დაახლოებით ერთი თვე მშობლიურ გარემოში დაჰყო იქამდე, სანამ ოღრაშ კუპერს უირინობა ყელში არ ამოუვიდა და თავისთან არ უხმო. ასეთი ქალის მონატრება რომ ბუნებრივი ამბავია - ამას ლუდვიგ ჩიბიროვიც კი მიხვდებოდა.