ესპანეთის ლიგა ადელანტეს მეცხრე ტურში გოლი გაიტანა „სარაგოსას“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი პაპუნაშვილმა. ჩვენებურმა „ლორკასთან“ საგარეო მატჩში გამოიჩინა თავი.
გიორგი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და თავის გამოსაჩენად ორი წუთი დასჭირდა: თანაგუნდელმა ჩინებული პასი გაუკეთა და ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია. ეს პაპუნაშვილის პირველი გოლია ლიგა ადელანტეში. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელმა სამეფო თასზე მოახერხა გოლის გატანა.
„სარაგოსას“ 9 ტურის თავზე 12 ქულით მეცხრე პოზიცია უკავია.