ფეხბურთი

20:05 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეჭვები: ჩილე სპექტაკლმა შეიწირა?.. (+VIDEO)

სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში ბოლო ტურის წინ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. საბოლოოდ, ჩილეს ნაკრები გაიწირა – არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი მუნდიალს მიღმა დრჩნენ.

ეს, დიდწილად ლიმაში დაფიქსირებულმა შედეგმა განაპირობა. საქმე ისაა, რომ პერუ და კოლუმბია ერთმანეთში დაზავდნენ, რამაც ორივე გუნდი ახეირა: კოლუმბია პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ხოლო პერუ – პლეი-ოფში.

უცხოური გამოცემები ეჭვობენ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში გარიგებული გახლდათ – პერუმ და კოლუმბიამ კარგად იცოდა, რომ პარალელურად ჩილეს ნაკრები ბრაზილიასთან უიმედოდ მარცხდებოდა და ასეთ შემთხვევაში ფრე ორივე გუნდს ხელს აძლევდა.

საინტერესოა, რომ ჟურნალისტები ორი ფაქტის გამო ეჭვობენ: თამაშის ბოლოს კოლუმბილეთა ლიდერი რადამელ ფალკაო გამუდმებით და ხანგრძლივად საუბრობდა პერუს ნაკრების მცველებთან და თანაც რამდნეჯერმე მოხდა ასეთი რამ.

გარდა ამისა, საეჭვო გოლი გაუშვა დავიდ ოსპინამ – ჩილე ბრაზილიასთან 0:2 აგებდა, ხოლო პერუ 0:1 მარცხდებოდა, როცა პაოლო გერერომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ამ დარტყმულს მაინც და მაინც, აუღებელთა კატეგორიას ვერ მივაკუთვნებდით – ოსპინამ ბურთს ხელიც შეახო, თითქოს გოლი არც უნდა გაეშვა, მაგრამ გამოცდილმა კიპერმა ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა...

აქვე აღვნიშნოთ, რომ კოლუმბიას რომ მოეგო, პერუ პლეი-ოფს მიღმა რჩებოდა და სწორედ ჩილე ითამაშებდა მის ნაცვლად ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. აი, პერუს რომ ემარჯვა, მაშინ პირდაპირ იფორმებდა რუსეთის საგზურს, ხოლო ჩილე მაინც განწირული გახლდათ – პლეი-ოფში კოლუმბია გადიოდა.

საგულისხმოა, რომ პერუს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 1982 წლის შემდეგ არ უთამაშია და ახლა ძალიან ახლოსაა, ჩინებული შანსიც აქვს... გარიგებულ თამაშებს კი, რა დალევს – ადრეც მომხდარა ანალოგიური. მაგალითად, 2004 წელს სკანდინავიამ იტალიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვა: ბოლო ტურში დანიამ და შვედეთმა სწორედ იმ ანგარიშით დაასრულეს მატჩი (2:2), რაც “სკუადრა აძურას” ჯგუფში ტოვებდა.

0.137926