ფეხბურთი

18:47 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “კოულმენი უნდა დარჩეს”

უელსის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ირლანდიასთან დამარცხდა (0:1) და მუნდიალს მიღმა დარჩა. ამ თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა პოსტის შესაძლო დატოვებაზე მინიშნება გააკეთა, თუმცა მოთამაშეებს მისი წასვლა არ სურთ. აღნიშნულ საკითხს გუნდის ლიდერი გარეთ ბეილი გამოეხმაურა.

“ბუნებრივია, რომ ყველას გვინდა კრისის დარჩენა. მისი წვლილი უელსის ნაკრებში უბრალოდ შეუფასებელია. არ ვაპირებთ მუდმივად გავიხსენოთ წარმატებული ევროპის ჩემპიონატი, თუმცა ჩვენ კვლავ გვინდა შედეგი.

ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ კოულმენი ის ადამინია, რომელსაც შეუძლია ჩვენთან ერთად სასურველ გამარჯვებას მიაღწიოს”, - განაცხადა ბეილმა.

კრის კოულმენი უელსის ნაკრების სათავეში 2012 წელს ჩაუდგა. მისი თაოსნობით უელსმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

0.120373