ფეხბურთი

18:15 | 11.10.2017 | ნანახია 1524 - ჯერ

ნეიმარი: “მიხარია, მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ითამაშებს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა, მის ყოფილ თანაგუნდელს, ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მოულოცა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მეგობარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ვიცი მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუშინდელ შეხვედრაში ეკვადორთან გამარჯვება.

რაც შეეხება ჩილეს ნაკრებთან ჩვენ თამაშს, ამ გუნდში ბევრი მეგობრები მყავს, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ და ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძვით”, - განაცხადა ნეიმარმა, რომლის გუნდმაც მუნდიალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა, შესარჩევის ბოლო ტურში კი ჩილეს 3:0 მოუგო.

ბრაზილიელთაგან განსხვავებით, ბოლო ტურში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური არგენტინის ნაკრებმა. ლიონელ მესის გოლებით არგენტინელებმა ეკვადორს 3:1 მოუგეს და შესარჩევ ტურნირში მესამე ადგილი დაიკავეს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:01 | 01.11.2020
johnsilver (1157)

ისე ფაქტია, რომ მისი ტრავმის მართვა თავიდან არასწორად დაიწყო - 1 წელზე მეტი გავიდა და ჯერ ოპერაცია დაგვიანდა, მერე რეაბილიტაცია არასაკმარისი გამოდგა... ისე აზარსაც იგივე მოუვიდა და რეალმა დიდი დრო მისცა, მეორედ თუ მესამედ რომ დაიმტვრა - მიხვდნენ, რომ ნაჩქარევი არაფერი ვარგა.
იმედია, მოირჩენს მალე - ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას დიდი მონდომება ახასიათებს და ამის ხარჯზე უნდა დაუბრუნდეს მოედანს. ოღონდ არანაირი ნაჩქარევი თამაში. 100%-ით უნდა გამოჯანმრთელდეს, ისე აზრი არ ექნება.

10:30 | 01.11.2020
ben10 (575)

თუ საშუალებას მისცემენ მგონი ჯობია ცოტა ხნით კიდე დაასვენოს ეგ მუხლი ეს 2 კვირაც რომ გავა.
ფაქტია მაკედონიამდე რომც მორჩეს ფორმაში არ იქნება და თუ ევროპაზე გავედით იქ ჯანმრთელი ჩაკვეტაძე დაჭირდება გუნდს!!!

21:21 | 31.10.2020
dinamo222 (8587)

მგონი ქრონიკული ტრავმა აკიდეს იმ ნაბო...ბმა @@

21:02 | 31.10.2020
ilia_juventus (2091)

21-ე საუკუნეა, ეს არაფერია. 2 კვირაში ხოდზე იქნება , გიო შენთან ვართ

20:55 | 31.10.2020
Mateus (: (356)

ჩაკვეტაძის ძალიან მეიმედება. რთული პერიოდი უდგას, თუმცა უფრო ძლიერი დაბრუნდება. პრობლემა სუსტებს ანადგურებს, ძლიერებს კი ხასიათს უწრთობს. გიორგის ეტყობა ხასიათი.

17:25 | 31.10.2020
ben10 (575)

ფეხბურთელები აქ დადებულ კომენტარებს კითხულობენ და ცოტა ლაკონურად უნდა ვწეროთ ხალხო...
რა დროს დამთავრებაა, კიდე ბევრჯერ გაგვახარება!!!

18:35 | 31.10.2020
maradona73@bianko-nero (645)

მართალი ხარ, წარმატებები ჩაკვეს.

17:14 | 31.10.2020
Rens7114 (60)

ამის ფეხბურთი დამთავრებულია აწი, კვარა გამოჩნდა ამის მაგივრად კიდევ კაი

22:57 | 31.10.2020
welder (1068)

რა გენაღვლება არა? ჩაკვეტაძე მალე დადგება ფეხზე და ისევ დატენის მოწინააგმდეგე მეკარეების კარებს ბურთებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068732
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1524