ფეხბურთი

17:16 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სად წავა ბეილი?
“რეალმა” უელსელის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა

მადრიდის “რეალი” მზადაა, უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი გაასხვისოს. ყველაზე რეალურად, 28 წლის ფეხბურთელის ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნება სახელდება, საიდანაც “მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურობს.

გავრცელებული ცნობის თანახმად, “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ბეილის მორიგი ტრავმით უკმაყოფილოა და მადრიდელებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს მასთან განშორება.

უცხოურ მედიაში ასევე იწერება, რომ მადრიდული გრანდი ბეილთან ერთად, შესაძლოა, ქარიმ ბენზემასა და ლუკა მოდრიჩსაც შეელიოს, რათა “ტოტენჰემიდან” ჰარი კეინის დამატება შეძლოს.

როგორც ვარაუდობენ, “ოქროს ბურთის” ნომინანტთა სიაში აღმოჩენილი 25 წლის ინგლისელი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევრომდე აიწევს. ამის გათვალისწინებით, ფლორენტინო პერესმა ბეილი 80 მილიონ ევროდ, ბენზემა – 60 და მოდრიჩი 40 მილიონად შეაფასა და გეგმავს, კეინის ნაცვლად აღნიშნული 3 ფეხბურთელი შესთავაზოს “დეზებს”.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” 2013 წელს სწორედ “ტოტენჰემიდან” დაიმატა ბეილი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ერთი წლით ადრე, ასევე ლონდონური კლუბიდან გადაბარგდა მადრიდში ლუკა მოდრიჩიც.

0.108637