თამაშგარე

17:44 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამოჩნდება ევანგელინას სიტყვის ქალობა

არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლის საფრთხე ჯერ კიდევ გუშინ იმდენად მაღალი იყო, რომ მთელი „ვერცხლის ქვეყანა“ შიშით იყო შეპყრობილი - ემანდ ეკვადორმა უბედურება არა ქნას და მუნდიალსმიღმა არ დაგვტოვოსო. საბოლოოდ, ასრულდა ქომაგთა ოცნება და ლეო მესის და კომპანიას რუსეთში ვიხილავთ.

მშობლიური გუნდის საფრთხის წინაშე დგომას არგენტინის ნაკრების თავგადამკვდარ ინჩასებზე არანაკლებად განიცდიდა სრულიად არგენტინის ლამაზმანობა და რამდენიმე მათგანმა საყოველთაოდ ცნობილი დანაქადნებიც გააკეთა - არგენტინა თუ მუნდიალზე გავა, საჯაროდ გავშიშვლდები და ყველა მამრს ამით ძალიან გავახარებო.

დამქადნებელთა შორის იყო, არგენტინელი მსახიობი და მოდელი, ევანგელინა ანდერსონი, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დებდა ნიფხვისამარად დარჩენის პირობას და ახლა უკვე ის დროა, გამოამჟღავნოს სიტყვის ქალობა. ისე, ქალბატონ ევანგელინას გაშიშვლების დიდი კომპლექსი რომ არ უნდა ჰქონდეს - ცხადია.

0.1368