ფეხბურთი

13:53 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა: “მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბერნარდო სილვა მიიჩნევს, რომ მის გუნდს შესწევს იმის ძალა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.

“ვაპირებთ ვითამაშოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის, როგორც ევრო 2016-ზე. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ვგეგმავთ”, - თქვა სილვამ.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშის გუნდმა B ჯგუფის ბოლო მატჩი შვეიცარიასთან მოგებით დაასრულა (2:0) და რუსეთში გასამართ მუნდიალზე თამაში გაინაღდა.

0.113002