ფეხბურთი

13:25 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი: “მესის ჯერ დავალება, ახლა კი შანსი მივეცი”

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ეკვადორთან მატჩის (3:1) შემდეგ აღნიშნა, რომ წარმატების მთავარი შემოქმედი გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი გახლდათ.

“ლიონელი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ჩვენ მას დავალება მივეცით, ახლა კი ვაძლევთ შანსს, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.

კმაყოფილი ვარ გუნდის მუშაობით. მათ ძალიან მაღალი დონე აჩვენეს და პირველ ყოვლისა, მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს. იმედი მაქვს, რომ მოსამზადებლად დრო გვეყოფა. რუსეთში ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით”, - განაცხადა სამპაოლიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი არგენტინამ მესამე ადგილზე დაასრულა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119437