ფეხბურთი

11:36 | 11.10.2017 | ნანახია 1567 - ჯერ

არიენ რობენი ჰოლანდიის ნაკრებს დაემშვიდობა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 33 წლის შემტევმა შვედეთთან (2:0) მოგებული მატჩის შემდეგ დასვა წერტილი.

აღსანიშნავია, რომ არიენმა უკანასკნელ სანაკრებო შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მაგრამ ჰოლანდიისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა: ევროპის ჩეპიონატის შემდეგ მუნდიალს მიღმაც დარჩა.

რაც შეეხება რობენს – მისი დებიუტი “ნარისნჯისფერთა” რიგებში 2003 წლის აპრილში, პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა. იმ ხანად, ჰოლანდიელი ვუნდერკინდი მხოლოდ 19 წლის იყო.

არიენ რობენმა ითამაშა ევროპის სამ (2004, 2008, 2012) და ამდენივე მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014). 2010 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

რობენმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 9-ჯერ ითამაშა და გოლი ერთხელ გაიტანა, ხოლო მუნდიალზე გაცილებით ნაყოფიერად ირჯებოდა: 15 თამაში, 6 გოლი.

საბოლოოდ, არიენმა ჰოლანდიის ნაკრების მაისურით 96 თამაში ჩაატარა, 39 გოლი და 29 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

არიენ რობენი ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებში დენის ბერგკამპს გაუთანაბრდა და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. მასზე წინ მხოლოდ პატრიკ კლუივერტი (40 გოლი), კლაას იან ჰუნტელაარი (42) და რობინ ვან პერსი (50) არიან.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:02 | 11.10.2017
sabonis (9584)

მაგარი უაზრობაა რა ბურთები, რო წყვეტს და არა ურთიერთ შეხვედრა, თუმცა ჰოლანდიამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

15:05 | 11.10.2017
qaquca84 (20)

დიდი ფეხბურთელი და ძალიან უიღბლო

12:07 | 11.10.2017
temo11 (1791)

ალბათ ერთერთი უიღბლო მოთამაშე, სულ ტრავმები

11:50 | 11.10.2017
lashamax (938)

ისე კი შემრცხვებოდა ჩარჩენილი ჰოლანდიის ფონზე საქართველოს ნაკრები რომ გასულიყო მსოფლიოზე

11:48 | 11.10.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

პკ

11:39 | 11.10.2017
shakooo7 (2507)

ადრე იყო არიენ ადრე, ევრო 2020-ზეც გეთამაშა და მერე წასულიყავი

12:04 | 11.10.2017
iceman (2988)

რა დარწმუნებული ხარ რომ ევრო 2020-ზე მოხვდებიან? ჰოლანდიას ვგულშემატკივრობ 25 წელის და ესეთი სუსტი ნაკრები არასოდეს ყოლია

0.136601