ფეხბურთი

2:10 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, H ჯგუფი: ძმები აზარები და ბერძნული პლეი-ოფი (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფში ბოლო ტური სრული ფორმალობა იყო. ერთადერთი საბერძნეთის ნაკრებს ჰქონდა მეორე ადგილი გასაფორმებელი და ამის ვარაუდიც ძალიან მარტივი გახლდათ: ასეც მოხდა, ბერძნებმა გიბრალტარის ნაკრები გაანადგურეს და პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.

ასევე, 4:0 მოიგო ბელგიის ნაკრებმა, რომელმაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი შესარჩევი ციკლი ივარჯიშა. რობერტო მარტინესის გუნდს არცერთ თამაშში სერიოზული წინაღობა არ შეხვედრია. “წითელმა ეშმაკებმა” კვიპროსიც დაიბრიყვეს. გამოვარჩიოთ, რომ გოლები გაიტანეს ძმებმა: ედენ აზარმა დუბლი შეასრულა, ხოლო მის გოლებს შორის თავი ტორგენ აზარმაც გამოიჩინა.

ბოსნიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი ტალინში გამარჯვებით და მესამე ადგილით დაასრულა – ჰაიროვიჩის დუბლი მხოლოდ ესტონეთის დასამარცხებლად გამოდგა საკმარისი.

ბელგია – კვიპროსი 4:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ე. აზარი (12), 2:0 ტ. აზარი (52), 3:0 ე. აზარი (63, პენ), 4:0 ლუკაკუ (78)

ესტონეთი – ბოსნია 1:2 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 ჰაიროვიჩი (48), 1:1 ანტონოვი (75), 1:2 ჰაიროვიჩი (84)

საბერძნეთი – გიბრალტარი 4:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ტოროსიდისი (32), 2:0 მიტროღლუ (61), 3:0 მიტროღლუ (63), 4:0 იანიოტასი (78)

1. ბელგია 10 9 1 0 43:6 28
2. საბერძნეთი 10 5 4 1 17:6 19
3. ბოსნია 10 5 2 3 24:13 17
4. ესტონეთი 10 3 2 5 13:19 11
5. კვიპროსი 10 3 1 6 9:18 10
6. გიბრალტარი 10 0 0 10 3:47 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.2145