ფეხბურთი

1:55 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, B ჯგუფი: პორტუგალიამ რუსეთი გაინაღდა (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფი მთელი 10 ტური ორი გუნდის დაპირისპირებით შემოიფარგლა: პორტუგალია – შვეიცარია. ამ გუნდებმა მხოლოდ ერთმანეთში დაკარგეს ქულები.

ბედის ირონიით, მათ ურთიერთდაპირისპირება პირველ და ბოლო ტურში მოუწიათ. შესაბამისად, ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდა. შვეიცარიას ლისაბონში ფრეც ხელს აძლევდა, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონი დღეს გაცილებით მაღალი ეშელონის წარმომადგენელია – 2:0. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ძალზე ადვილად მოიგო. ისე, რომ სტუმრებს საგოლე მომენტიც კი არ ჰქონიათ. თუმცა, პორტუგალიას ანგარიშის წაყვანა საკმაოდ გაუჭირდა და მხოლოდ იოჰან ჯურუს ავტოგოლით ტაიმის ბოლოს მიაღწია სასურველ შედეგს. მეორე ტაიმში ანდრე სილვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. საერთოდ, ისე როგორ იქნებოდა, რომ “მილანის” ფორვარდს ნაკრებში გოლი არ გაეტანა?! 17 მატჩში 11 გოლი ჩინებული შედეგია... პორტუგალიამ და შვეიცარიამ საბოლოოდ 27-27 ქულა დააგროვეს, ურთიეთშეხვედრებშიც სრული თანაფარდობა დაფიქსირდა (2:0, 0:2), მაგრამ მთავარი ბურთების ბალანსი იყო, რომელიც ლუზიტანელებს გაცილებით უკეთესი აღმოაჩნდათ. შესაბამისად, პორტუგალიის ნაკრები უკვე რუსეთშია, ხოლო შვეიცარიას ნოემბერში პლეი-ოფში თამაში ელოდება.

ფარერების ნაკრებმა მესამე ადგილზე გასვლა ვერ მოახერხა. ამისთვის კუნძულელებს უნგრეთის დამარცხება სჭირდებოდათ, მაგრამ მადიარებმა სტუმრებს ამის უფლება არ მისცეს – 1:0. ისე კი, ფარერის კუნძულების ნაკრები 9 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა! აქვე ვთქვათ, რომ ორივე თამაში ფარერებმა ანდორის ძალიან სუსტ ნაკრებს მოუგეს.

იმ ანდორას, რომელმაც რიგაში ლატვიასთან დაყარა ფარხმალი – 0:4. სხვათა შორის, ეს ციკლი უფერულად არც ანდორელთათვის ჩავლილა: თავის დროზე უნგრეთის ნაკრები დაამარცხეს.

უნგრეთი – ფარერები 1:0 (0:0) VIDEO

გოლი: 1:0 ბოდე (81)

ლატვია – ანდორა 4:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (11), 2:0 საბალა (19), 3:0 საბალა (59), 4:0 ტარასოვსი (63)

პორტუგალია – შვეიცარია 2:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ჯურუ (41, ა.გ), 2:0 ანდრე სილვა (57)

1. პორტუგალია 10 9 0 1 32:4 27
2. შვეიცარია 10 9 0 1 23:7 27
3. უნგრეთი 10 4 1 5 14:14 13
4. ფარერები 10 2 3 5 4:16 9
5. ლატვია 10 2 1 7 7:18 7
6. ანდორა 10 1 1 8 2:23 4
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11486