ფეხბურთი

20:22 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სირიის ნაკრების ოცნება ტიმ კეჰილმა დაასამარა (+VIDEO)

სირიის ნაკრების ოცნება დასრულდა. აიმენ ჰაკიმის გუნდი აზიის შესარჩევი ციკლის მეოთხე ეტაპზე ავსტრალიის ნაკრებთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა და ისტორიული შედეგისკენ სვლა დაასრულა.

ამ გუნდთა პირველ შეხვედრაში გამარჯვებული არ გამოვლინდა (1:1). იგივე სცენარით წარიმართა მატჩი სიდნეიშიც, სადაც მე-6 წუთზე ალი სომამ სტუმრები დააწინაურა. ამ შედეგს სირიის ნაკრები პლეი-ოფში გაჰყავდა და იქედან უკვე მსოფლიოს ჩემპიონატამდე მართლაც ნაბიჯი რჩებოდა.

თუმცა, ხომ გაგიგიათ ბებერი ხარის რქებიც ხნავენო? – 37 წლის ტიმ კეჰილმა მე-13 წუთზე გაათანაბრა, ხოლო ვინაიდან ძირითად დროში არაფერი შეცვლილა, დამატებითი დრო დაინიშნა და, იქაც კეჰილი! ავსტრალიური ფეხბურთის ლეგენდამ 109-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ავსტრალია პლეი-ოფში გავიდა.

სირიის ნაკრების ოცნება სამომავლოდ გადაიდო. მოგეხსენებათ, ამ ნაკრებს მუნდიალზე არასდროს უთამაშია... რაც შეეხება ავსტრალიას, პლეი-ოფში მისი მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი: აშშ, პანამა ან ჰონდურასი.

0.110748