ფეხბურთი

21:15 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთის” თამაშგარეში...

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა უკვე დაასახელა 30 ფეხბურთელი, რომელიც 2017 წლის “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს. საგულისხმოა, რომ ხსენებული ნუსხის მიღმა საკმაოდ სახელოვანი ფეხბურთელები დარჩნენ.

წარმოგიდგენთ სიმბოლურ ნაკრებს იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც “ოქროს ბურთის” 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა:

მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია)

მცველები: დანი ალვეში (პსჟ, ბრაზილია), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”, ესპანეთი), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”, იტალია), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”, ავსტრია)

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი), არტურო ვიდალი (“ბაიერნი”, ჩილე), პოლ პოგბა (“მანჩესტერი”, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გარეთ ბეილი (“რეალი”, უელსი), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”, არგენტინა), ალექსის სანჩესი (“არსენალი”, ჩილე)

0.111739