ფეხბურთი

13:56 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ მაიკლ ოუენის რეკორდი დაამხო

“პარი სენ ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე მორიგი რეკორდის ავტორი გახდა. საქმე ისაა, რომ იგი “ოქროს ბურთის” ნომინანტთა შორის მოხვდა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ოდესმე ყოფილა წარდგენილი საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე.

მბაპე ამჟამად მხოლოდ 18 წლის და 9 თვის ასაკისაა. აქამდე ძველი რეკორდი ინგლისელ მაიკლ ოუენს ეკუთვნოდა. მაშინ, ოუენმა “ოქროს ბურთი” მოიგო კიდეც (2001 წელს).

მბაპეს გარდა, “ოქროს ბურთისთვის” კიდევ 29 ფეხბურთელი იბრძვის.

0.065724