იტალიის ნაკრებმა პლეი-ოფამდე ბოლო საწადელი მაინც აიხდინა და განთესილ ნაკრებებში მოხვდა. ამისთვის, “სკუადრა აძურას” ალბანეთის ნაკრების დამარცხება სჭირდებოდა. მძიმედ, მაგრამ მაინც, აპენინელებმა 3 ქულა მოიპოვეს.
ჯამპიერო ვენტურას გუნდი ისევ უფერული იყო და ალბანეთში რომ მოიგო, მხოლოდ და მხოლოდ კლასის დამსახურებაა. იტალია გონს მალე უნდა მოვიდეს, თორემ პლეი-ოფიც კარსაა მომდგარი და ასეთი თამაშით იქ ნამდვილად გაუჭირდება. და მაინც, იტალიამ შედეგი მოიმკა, განთესილი იქნება და ახლა თავის მეტოქეს ელის: ირლანდია, საბერძნეთი, ჩრდ. ირლანდია ან შვედეთი (ჰოლანდია ან დანია. გააჩნია, ბოლო სათამაშო დღის შედეგებსაც).
იქამდე კი, ესპანეთის ნაკრებმა ბოლო მატჩიც მოიგო. ისრაელში იულიან ლოპეტეგიმ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, მაგრამ “ფურია როხას” მეორე გუნდიც მრისხანეა – პირინელებმა მთელ შესარჩევში ერთადერთი თამაში ვერ მოიგეს: ტურინში, იტალიასთან. ცალსახაა, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მაკედონიის ნაკრების შედეგი: მართალია, მხოლოდ მეხუთე ადგილი, მაგრამ 11 ქულა სახუმარო საქმე ამ ნაკრებისთვის ნამდვილად არაა.
ალბანეთი – იტალია 0:1 (0:0) VIDEO
გოლი: 0:1 კანდრევა (73)
მაკედონია – ლიხტენშტეინი 4:0 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 მუსლუ (36), 2:0 ტრაიკოვსკი (38), 3:0 ბარდი (66), 4:0 ადემი (68)
ისრაელი – ესპანეთი 0:1 (0:0) VIDEO
გოლი: 0:1 ილარამენდი (76)
1. | ესპანეთი | 10 | 9 | 1 | 0 | 36:3 | 28 | |
2. | იტალია | 10 | 7 | 2 | 1 | 21:8 | 23 | |
3. | ალბანეთი | 10 | 4 | 1 | 5 | 10:13 | 13 | |
4. | ისრაელი | 10 | 4 | 0 | 6 | 10:15 | 12 | |
5. | მაკედონია | 10 | 3 | 2 | 5 | 15:15 | 11 | |
6. | ლიხტენშტეინი | 10 | 0 | 0 | 10 | 1:39 | 0 |