იტალიის ნაკრებისა და “ნაპოლის” თავდამსხმელ ლორენცო ინსინიესთვის კუმირი თავისი გუნდის გულშემატკივრებისთვის საძულველი “იუვენტუსის” ლეგენდა, ალესანდრო დელ პიეროა.
ამის შესახებ ინსინიემ იტალიურ მედიას კიდევ ერთხელ განუცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა და იტალიელს აქამდეც არაერთხელ გაუჟღერებია თავისი გრძნობები:
“ყოველთვის ვამბობდი: მიუხედავად იმისა, რომ ეს ნეაპოლელთათვის შემაშფოთებელია, ჩემი კუმირი ყოველთვის ალესანდრო დელ პიერო იყო. ჩემთვის ის დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანია.
როდესაც პატარა ვიყავი, “იუვენტუსი” და “ინტერი” მიწვევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ უარი ვთქვი და ავიხდინე ოცნება – “ნაპოლის” მაისურით თამაში”, - განაცხადა ინსინიემ.