ფეხბურთი

21:51 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შემადგენლობები ცნობილია: ვაისის ოთხი ცვლილება

ცოტა ხანში, ბელგრადში, სერბეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დაიწყება. უკვე ცნობილია, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვლადიმირ ვაისმა უელსთან მატჩთან შედარებით ოთხი ცვლილება განახორციელა:

დღეს, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან დავით ხოჭოლავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი აბურჯანია და გიორგი მაკარიძე.

სერბეთი (3-4-3): სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, მაკსიმოვიჩი, ტოშიჩი; რუკავინა, მატიჩი, გუდელი, კოლაროვი; ლიაიჩი, მიტროვიჩი, ტადიჩი

მწვრთნელი: სლავოლუბ მუსლინი

საქართველო (4-3-3): მაკარიძე; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი; გვილია, კანკავა, აბურჯანია; ყაზაიშვილი, ქვილითაია, ჯიღაური

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯი: პაველ ჟილი (პოლონეთი)

0.321686