საქართველოს საკალათბურთო სუპერთასი 12 ოქტომბერს გათამაშდება. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და საქართველოს თასის მფლობელი „ქუთაისი 2010“ გაითამაშებენ.
სუპერთასის სეზონის დასაწყისში გადმოტანა შარშან დამკვიდრდა. მანამდე აღნიშნული ტიტული ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის სეზონის ბოლოს თამაშდებოდა.
„დინამომ“ და „ქუთაისმა“ წინა სეზონის ყველა ტიტული ერთმანეთში გაინაწილეს და დარჩა ერთი - სუპერთასი, რომლის მფლობელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში 12 ოქტომბერს გაირკვევა.
სუპერთასის მატჩს 12 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
superleague.ge







