ფეხბურთი

14:28 | 9.10.2017 | ნანახია 2167 - ჯერ

პსჟ-ს ინტერესთა არეალში 3 მეკარე მოექცა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” მეკარის ძიებაშია. პარიზული გუნდი რამდენიმე კანდიდატზე ფიქრობს, მათ შორის ყველაზე რეალურად “მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯი დავიდ დე ხეა განიხილება, რომელსაც “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2018-2019 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.

პსჟ-ს ინტერესთა არეალში ასევე მოექცნენ “მილანის” ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს “როსონერისთან” კონტრაქტი 4 წლით გაიხანგრძლივა და ლონდონის “ჩელსის მეკარე ტიბო კურტუა.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ ჟერმენი” დე ხეას მიმართ აქამდეც იჩენდა ინტერესს, თუმცა მისი დამატება ვერ მოახერხა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:51 | 09.10.2017
RHP (3623)

In the team since: Jul 1, 2011
Contract until: 30.06.2019
Contract option: one further year
Date of last contract extension: Sep 11, 2015

0.059339