ფეხბურთი

12:55 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ ესპანეთის რეკორდი დაამხო

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი რეკორდი დაამყარა. გერმანელებმა გატანილი გოლების რაოდენობით ესპანეთის ეროვნული ნაკრების მიერ 2000 წლის შესარჩევ ციკლში მიღწეული შედეგი გააუმჯობესეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბუნდესნაკრებმა 5:1 დაამარცხა აზერბაიჯანი და 43 გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება ესპანეთს – მას 2000 წლის შესარჩევ ციკლში 42 გოლი ჰქონდა გატანილი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, აზერბაიჯანი და სან-მარინო იყვნენ. იოჰიმ ლოვის გუნდმა შესარჩევ ციკლში 10 თამაშიდან ყველა მოიგო, 30 ქულით მოიპოვა მუნდიალის საგზური და მომავალ წელს, რუსეთში, ტიტულის დაცვას შეეცდება.

0.119609