დიდი უცნაური ქომაგები ჰყოლია ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედს“. აბა სხვა რა უნდა თქვა მაშინ, როდესაც კლუბს შესანიშნავი ბელგიელი შემტევი, რომელუ ლუკაკუ ჰყავდეს და გუნდის ზოგიერთი ქომაგი ფეხბურთელის გამხნევების ნაცვლად მას რასისტულ პლაკატებს უკრავდეს და ათას საძაგლობას ეძახდეს...
ფეხბურთში რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციამ “მანიუს“ ბოსებს მიმართა და მკაცრად მოსთხოვა, რომ კლუბის ფაშისტურად განწყობილ ქომაგებს ლუკაკუს მისამართით გაჟღერებული რასისტული სიმღერები აუკრძალოს, თორემ იმხელა ჯარიმას “მიატყეპებენ“ - მტერს და ავს...
მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაფაცურდა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რასისტული პლაკატების გამკვრელებსა და სიმღერების გამჟღერებლებს დიდებულ “ოლდ ტრაფორზე“ მთელი 10 წლის განმავლობაში არ შეუშვებენ და ეს “იუნაიტედის“ ნამდვილი ქომაგისათვის რამხელა ტრაგედია იქნება - ადვილი მისახვედრია...