იტალიის სერია A-ს მეორე ტურში მარცხი განიცადა მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “პეზაროსთან” დარჩა ხელმოცარული – 97:102.
გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 9 ქულით დათმეს და შესაბამისად, საბოლოო შედეგზე მთავარი გავლენა იქონია.
“რეჯანას” ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 22 წუთი გაატარა. ამ დროში მანუჩარმა საკუთარ გუნდს 3 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შეაშველა. მარკოიშვილმა საკმაოდ ცუდი პროცენტული მაჩვენებლით ითამაშა შეტევაში: ოთხიდან ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო (25%), ხოლო ორქულიანიდან ბედი სამჯერ სცადა და ამაოდ.
“რეჯანას” ამასობაში ორი ტურის თავზე ორი წაგება დაუგროვდა. მომდევნო ტურში მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელები 15 ოქტომბერს, სტუმრად “სასარისთან” ითამაშებენ.