ფეხბურთი

22:49 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, E ჯგუფი: პოლონეთი მუნდიალზე, დანია - პლეი-ოფში

პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ადამ ნავალკას გუნდი მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა და ლოგიკურიცაა, რომ პირველი ადგილი დაიკავა, თანაც დამაჯერებლად. ვარშავაში პოლონელებმა მონტენეგროს ნაკრებს აჯობეს და საბოლოოდ, 25 ქულით დაასრულა ციკლი.

პოლონეთის ნაკრებმა თამაში 2:0 წაიყვანა, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლოსკენ ჩამორჩენა აღმოფხვრეს და გაათანაბრეს კიდეც. თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა და პოლონეთის ნაკრებმა ბოლო 5 წუთში ორბურთიანი უპირატესობა დაიბრუნა – 4:2.

ამავე ჯგუფში მეორე ადგილი და შესაბამისად, პლეი-ოფის საგზური დანიის ნაკრებს ერგო. სკანდინავიელებმა მართალია შინ რუმინეთის ნაკრებს ვერ აჯობეს, მაგრამ ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა სასრუველი შედეგის მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ იგივე სლოვაკეთის ნაკრებისგან განსხვავებით, დანიას საუკეთესო მეორეადგილოსნებში ადგილი დაბევებული აქვს.

დანია – რუმინეთი 1:1 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 ერიკსენი (60, პენ), 1:1 დეაცი (88)

ყაზახეთი – სომხეთი 1:1 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 მხითარიანი (26), 1:1 ტურისბეკი (62)

პოლონეთი – მონტენეგრო 4:2 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 მაცშინსკი (6), 2:0 გროსიჩკი (16), 2:1 მუგოსა (78), 2:2 ტომასევიჩი (83), 3:2 ლევანდოვსკი (85), 4:2 სტოიკოვიჩი (87)

1. პოლონეთი 10 8 1 1 28:14 25
2. დანია 10 6 2 2 20:8 20
3. მონტენეგრო 10 5 1 4 20:12 16
4. რუმინეთი 10 3 4 3 12:10 13
5. სომხეთი 10 2 1 7 10:26 7
6. ყაზახეთი 10 0 3 7 6:26 3
0.114858