ფეხბურთი

22:27 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ბელგრადში კარგი თამაშის საჩვენებლად ვიმყოფებით"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩისწინა პრეკსონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, რთული თამაში იქნება, მაგრამ საქართველო ეცდება შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაასრულოს.

"ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება. აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენოთ, თუმცა ეს მოგება იქნება თუ ფრე, არ ვიცი. სერბეთი კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებილი და შესაძლოა 50000 კაცი იყოს, მაგრამ ჩვენთის არ არის მნიშვნელოვანი.
ხვალ ჯგუფის ბოლო თამაში უნდა ვითამაშოთ. ერთა ლიგა მომავლის თემაა და ეს ქართული ფეხბურთის მომავალია, მე გავაგრძელებ პირველ გუნდთან მუშაობას და ვნახოთ. ეს მოდელი იქნება კარგი შანსი გუნდისთვის.
ყველა ფიქრობს კარგ შედეგზე. ამ გუნდში არის ბევრი ახლაგზარდა მოთამაშე და ეს მნიშვნელოვანი შანსია ქართული ფეხბურთისთვის.
ბოლი თამაშის დროსაც 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე გვყავდა დაშავებული. ასე, რომ აქაც იგივე შემადგენლობით ჩამოვედით, რაც უელსთან.
ცუდია, რომ შანსი დაკარგული გვაქვს ჯგუფიდან გასვლის, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალ საუკეთესო მატჩს ჩავატარებთ, რადგან არ გვაქვს გამარჯვება მოპოვებული და ვეცდებით ბოლო თამაში მოვიგოთ. ბევრი ქომაგი იქება, მაგრამ შედეგი იქნება უკეთესი, ვიდრე წინა შეხვედრებში.
ჩვენ ვერ მოვიგეთ ამ ჯგუფში, კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ვერ ვიგებთ. ასე იყო სერბეთთან თბილისში. ვფიქრობთ, ხვალ ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ვეთამაშებით საუკეთესო გუნდს. სერბეთს ჰყავს მაგარი გუნდი, ტოპ ლიგებში მიტროვიჩი, მატიჩი... არ ვიცი, დაცვა, მეკარე, მწვერთნელი ყველა გამოცდილები არიან. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ხვალ თამაშის მერე ან დღეს დაველაპარაკები კობიაშვილს", - თქვა ვაისმა.

სერბეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 9 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

თამარ ჯიშკარიანი სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის ბელგრადიდან.

0.194234