ფეხბურთი

18:48 | 8.10.2017 | ნანახია NaN - ჯერ

სლავოლიუბ მუსლინი: “ადრეც ვთქვი, საქართველო არაპროგნოზირებადი გუნდია”

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ავსტრიაში 2:3 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ ტრაგედია არ მომხდარა და მთავარი ბოლო ტურში ქართველების დამარცხებაა. შეგახსენებთ, სერბები ვენაში გამარჯვების შემთხვევაში ინაღდებდნენ რუსეთის საგზურს.

მუსლინმა საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:

“ადრეც ვთქვი, რომ საქართველო სახიფათო და არაპროგნოზირებადი გუნდია. მათ შეუძლიათ, შინ მოლდოვასთან წააგონ და საუკეთესო ნაკრებებთან გაიმარჯვონ. ჩვენს წინააღმდეგაც იგებდნენ და ასპროცენტიანი შანსი ჰქონდათ, რომ 2:0 გაეხადათ ანგარიში. მეტი დისციპლინა, კონცენტრაცია და მჭიდრო თამაში გვმართებს. ვენაში ეს გვაკლდა, ხოლო ქართველებთან საუკეთესო თვისებებს თუ გამოვავლენთ, აუცილებლად მოვიგებთ”.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:14 | 02.06.2022
welder (1068)

1:2 ? თუ 1:3 ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067106
სარეკლამო ადგილი - 99
X x X