ცნობილმა გერმანელმა ბერტი ფოგთსმა აზერბაიჯანის ნაკრებზე ისაუბრა. შესარჩევის ბოლო ტურში გერმანია აზერბაიჯანს უმასპინძლებს, ხოლო ფოგთსი, როგორც იცით, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ნაკრებს წლების განმავლობაში წვრთნიდა:
“ეჭვგარეშეა, რომ გერმანია შესარჩევის ბოლო თამაშსაც მოიგებს. რა აქვთ აზერბაიჯანელებს განსაკუთრებული? ის, რომ არაფერიც არ აქვთ განსაკუთრებული. სან-მარინოსთან გამარჯვების შემდეგ ცაში აფრინდნენ, მე კი მათ ვეუბნებოდი, ხომ არ გაგიჟდით, მეორე ადგილზე გასვლის არანაირი შანსი არ გაქვთ-მეთქი. ვითარდებიან და საინტერესო ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდებში თამაში შეუძლიათ. თუმცა თავად ფეხბურთელები კმაყოფილდებოდნენ აზერბაიჯანის ჩემპიონატით, რაც მაბრაზებდა. აზერბაიჯანში ჭიდაობა და ჭადრაკი ფეხბურთზე მნიშვნელოვანია” – წერს ფოგთსი t-online-ში.